,,პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში 2009-2010 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განკარგვის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
51
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-03-17
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-20
სარეგისტრაციო კოდი
0000000.00(0).000.000000
,,პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში 2009-2010 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განკარგვის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №51

2009 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში 2009-2010 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განკარგვის შესახებ

მუხლი 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში 2009-2010 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროგრამა ,,ცოდნის კარის“ (ორგანიზაციული კოდი – 32 14 05 02) ფარგლებში არსებული ასიგნებები, გარდა ,,პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული თანხისა, მიმართოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში 2009-2010 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნებისათვის.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია