საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 3.06.2002, მუხ. 61) 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. მე-6 მუხლის ნ1 ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერებულ იქნეს კანონმდებლობაში თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობისა და ლიცენზირების საკითხებთან დაკავშირებით სათანადო ცვლილებების განხორციელებამდე.“.
მუხლი 2. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 1 ივლისი.
№318–რს