საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №542
2008 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
ნ. კალანდაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნინო კალანდაძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის TIKA-ს თბილისის პროგრამის საკოორდინაციო ოფისის სტატუსის შესახებ“ ოქმს.
მ. სააკაშვილი