ახალი ეროვნული ვალუტის მიმოქცევაში გაშვებასთან დაკავშირებით „ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებისა და დამატების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
დოკუმენტის ნომერი
805
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი
1995-09-19
გამოქვეყნების თარიღი
1995-09-29
სარეგისტრაციო კოდი
220.010.000.05.001.000.118
ახალი ეროვნული ვალუტის მიმოქცევაში გაშვებასთან დაკავშირებით „ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებისა და დამატების შესახებ”

საქართველოს კანონი

ახალი ეროვნული ვალუტის მიმოქცევაში გაშვებასთან დაკავშირებით “საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში” ცვლილებისა და დამატების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

ახალი ეროვნული ვალუტის მიმოქცევაში გაშვებასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონში” (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ. №№27-30, მუხ. 642) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36. ფულის ერთეული

1. საქართველოს რესპუბლიკის ფულის ერთეულია “ლარი”. ლარი შედგება 100 „თეთრისაგან”.

2. ლარი არის ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

3. ეროვნული ბანკი ადგენს და არეგულირებს ლარის გადაცვლის კურსს უცხოური ვალუტის მიმართ. თუ ეროვნული ბანკი არ გამოაცხადებს ლარის კურსს უცხოური ვალუტის მიმართ, მაშინ კურსი განისაზღვრება ბაზარზე თავისუფალი მოთხოვნისა და მიწოდების საფუძველზე.

4. ლარი /მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფული, მიმდინარე, ვადიანი და საბანკო ანგარიში/ უზრუნველყოფილია ოქროს მარაგით, უცხოეთის ქვეყნების სავალუტო კრედიტებითა და ეროვნული ბანკის სხვა აქტივებით”.

II. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ეროვნული ბანკი მთავარი ექსპერტია ეროვნული ვალუტისა და სხვა საბანკო ბილეთების ნამდვილობის დადგენის საქმეში”.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 19 სექტემბერი.

№805-Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია