,,სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მისაღებად ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
212
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-10-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
,,სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მისაღებად ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №212

2008 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მისაღებად ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. პირი გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე.

2. ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული გადახდისუუნარო პირის გარდა, გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული კატეგორიის პირს, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100000-ზე.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია