"საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში” დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1494
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-06-26
გამოქვეყნების თარიღი
1998-07-15
სარეგისტრაციო კოდი
060.000.000.05.001.000.388
"საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში” დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის ადგენს:

I. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.97) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 34-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვების „აცილების მიღების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან თვითაცილების“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 438-ე მუხლი:

     „მუხლი 438. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება საოლქო  სასამართლოების ამოქმედებამდე

1. საოლქო სასამართლოების ამოქმედებამდე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლის აცილების გამო საქმის განხილვის შეუძლებლობის შემთხვევაში, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს უგზავნის სააპელაციო სასამართლოს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებს.

2. სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიების მოსამართლეს საქმის მიღებიდან 48 საათში გამოაქვს ერთპიროვნული განჩინება საქმეს აცილებული სასამართლოს ახლომდებარე ან სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოსათვის საქმის განსახილველად გადაცემის შესახებ.

3. სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიების მოსამართლის განჩინება საქმეს აცილებული სასამართლოს ახლომდებარე ან სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოსათვის საქმის განსახილველად გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 26 ივნისი.

№1494-IIს

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია