საქართველოს კანონი
„ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №9, მუხ.175) მე-16 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვას „გადაკვეთისას“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ავსებენ მიგრანტის ბარათს და“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 26 ივნისი.
№1486–IIს