საქართველოს კანონი
„იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №9, მუხ.183) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს სიტყვები „და შეავსოს მიგრანტის ბარათი“.
2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „პროკურატურის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 26 ივნისი.
№1484-IIს