საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის (პარლამენტის უწყებანი, 45, 21.11.1997 წ.) 134-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში სიტყვები „1997 წლის 1 დეკემბრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „1998 წლის 1 აპრილამდე“, ხოლო მომდევნო მუხლები დაინომროს თანმიმდევრობით, არაბული ციფრებით.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 11 დეკემბერი.
№1153-Iს