"პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1115
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1997-11-25
გამოქვეყნების თარიღი
1997-12-03
სარეგისტრაციო კოდი
450.140.000.05.001.000.303
"პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს 1991 წლის 10 აგვისტოს კანონში (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №8, მუხ. 595) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების შეზღუდვა

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.”.

2. მე-12 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვის „თუ” შემდეგ დაემატოს სიტყვა „განმეორებით”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 25 ნოემბერი.

№1115–Iს

კრებსითი — სრული ვერსია