"საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
1093
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1997-11-14
გამოქვეყნების თარიღი
1997-12-03
სარეგისტრაციო კოდი
010.020.000.04.001.000.296
"საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 14 ნოემბრის კანონში (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990 წ., №11, მუხ. 296) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კანონის სათაურიდან და პირველი და მე-3 პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „რესპუბლიკის”.

2. ამოღებულ იქნეს მე-2 და მე-4 პუნქტები.

II. დადასტურებულ იქნეს „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის, როგორც საქართველოს ორგანული კანონის მართლზომიერება.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 14 ნოემბერი.

№1093-Iს

კრებსითი — სრული ვერსია