საქართველო კანონი
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995 წწ., №№ 23-26, მუხ. 559) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები “საქართველოს რესპუბლიკა” შეიცვალოს სიტყვით “საქართველო”.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა “ნაწილობრივი”.
3. მე-11 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები “სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს” შეიცვალოს სიტყვებით “სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს”.
4. მუხლთა პუნქტების ქვეპუნქტების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 30 აპრილი.
№673-IIს