საქართველოს კანონი
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973წ., №6, მუხ.118) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს სსრ“ შეიცვალოს სიტყვით „საქართველო“.
2. 64-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები “საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეს” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 15 აპრილი.
№628