საქართველოს კანონი
„განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „განათლების შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, დაწყებით და საშუალო სასწავლებლებში განათლების მიღება შეიძლება როგორც დასწრებული, ასევე ექსტერნატის (განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით) ფორმით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასწრებულთან ერთად დაშვებულია დაუსწრებელი სწავლების ფორმა. სპეციალობათა ნუსხა, რომელთა მიხედვით განათლების მიღება შეიძლება დაუსწრებლად, განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებით.”;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფომ შეიძლება დააფინანსოს როგორც დასწრებული, ასევე დაუსწრებელი ფორმით სწავლება”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 25 ივნისი.
№1474–IIს