საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №104
2009 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
მ. დაიაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის კონსულტანტს მაია დაიაურს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი