საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №595
2008 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
გ. ბარამიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერს გიორგი ბარამიძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს ,,საქართველოსა და ევროპის თანამეგობრობას შორის ფინანსურ შეთანხმებას (საქართველოში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ხელშეწყობა)“.
მ. სააკაშვილი