საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №109
1996 წლის 6 იანვარი
ქ. თბილისი
დ. იაკობიძისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის რეკონსტრუქციისა და განვითარების რუსულ-ქართული ბანკისათვის მართვის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების დადების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრს დავით იაკობიძეს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ საქართველოს სახელით აწარმოოს მოლაპარაკება აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.
ე. შევარდნაძე