საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) 219 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის მფლობელობაში იმყოფება უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება და სასამართლო პროცესის მსვლელობისას თანამდებობის პირის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, პროკურორი იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას მის წინააღმდეგ.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 20 აპრილი.
№1352_Iს