საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №411
1996 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
რ. გაბრიაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის, კინოსა და თეატრალურ ხელოვნებაში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო არტისტი, მწერალი რევაზ გაბრიაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე