„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1410
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-04-22
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-18
სარეგისტრაციო კოდი
370.020.000.05.001.001.816
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 1998 წელი, მუხ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემის შესახებ იღებენ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ამ კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ კანონების შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 22 აპრილი.

№1410–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია