„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2463
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-28
სარეგისტრაციო კოდი
470.080.000.05.001.002.081
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№23-26, მუხ. 559) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. ფსიქიატრიის დარგში მომუშავე ექიმის უარი პაციენტის მკურნალობაზე

თუ ექიმ-ფსიქიატრის პირად უსაფრთხოებას აგრესიის საფრთხე ექმნება პაციენტის მხრიდან, მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმს უფლება აქვს უარი თქვას პაციენტის მკურნალობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმი ერთადერთი სპეციალისტია.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2463-რს

კრებსითი — სრული ვერსია