საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №734
2009 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ა. ლომაიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ალექსანდრე ლომაიას უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს ,,საქართველოს მთავრობასა და სინგაპურის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებას.
მ. სააკაშვილი