საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1233
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-04-06
გამოქვეყნების თარიღი
2005-04-27
სარეგისტრაციო კოდი
040.000.000.05.001.001.772
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997) 1509-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1509. კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები

1. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ითვლებიან:

ა) სახელმწიფო;

ბ) თვითმმართველობები;

გ) სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებული სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით;

დ) სახელმწიფო დაწესებულებები და სახელმწიფო ფონდები, რომლებიც არ არის შექმნილი სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად;

ე) საჯარო მიზნების მისაღწევად კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები (პოლიტიკური პარტიები და სხვა);

ვ) კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. კერძო სამართლის იურიდიულ პირებს განეკუთვნება:

ა) კავშირი;

ბ) ფონდი;

გ) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

დ) კომანდიტური საზოგადოება;

ე) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

ვ) სააქციო საზოგადოება;

ზ) კოოპერატივი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 6 აპრილი.

№1233-Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია