სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართევლოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1209
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-03-25
გამოქვეყნების თარიღი
2005-04-18
სარეგისტრაციო კოდი
120.090.000.05.001.001.768
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართევლოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ.16) 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. იმ უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებს, რომლებიც ამ კანონის მე-19 მუხლის (რეზერვისტთა მომზადება) ძალაში შესვლამდე გადიოდნენ სამხედრო კათედრის დამამთავრებელ კურსს, სამხედრო კათედრა ჩაეთვალოთ გავლილად და სამკვირიანი სამხედრო შეკრების შემდგომ მიენიჭოთ სერჟანტის სამხედრო წოდება და ჩაირიცხონ შეიარაღებული ძალების რეზერვში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 მარტი.

№1209–Iს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია