საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1205
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-03-25
გამოქვეყნების თარიღი
2005-04-19
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.001.765
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 331-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 331. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება

1. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ან ტუსაღობით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) ჩადენილი არაერთგზის;

გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 მარტი.

№1205–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია