„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1196
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-03-25
გამოქვეყნების თარიღი
2005-04-19
სარეგისტრაციო კოდი
170.040.000.05.001.001.762
„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1.  „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 5) დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:

    „მუხლი 251. სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის ძირითადი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების დამოწმების საზღაური

სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის ძირითადი      ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების დამოწმების საზღაურია ერთი ლარი.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 მარტი.

№1196-Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია