საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №540
1997 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
გ. ყანდარელის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების, მისი აღორძინება-პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე მხატვარი გივი ყანდარელი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე