„საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1067
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-03-10
გამოქვეყნების თარიღი
2005-03-29
სარეგისტრაციო კოდი
010.190.070.05.001.001.731
„საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1. „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 36) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

     „მუხლი 1. საპარლამენტო ფრაქცია

საპარლამენტო ფრაქცია (შემდგომში – ფრაქცია) არის პარლამენტში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით საერთო პოლიტიკური შეხედულებებისა და ინტერესების მქონე პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება.“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია. პარლამენტის წევრს, გარდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისა, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს იყოს სხვა ფრაქციის წევრი.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 10 მარტი.

№1067–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია