საქართველოს რეგლამენტი „საქართველოს რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1066
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-03-10
გამოქვეყნების თარიღი
2005-03-25
სარეგისტრაციო კოდი
010.190.030.06.001.001.730
საქართველოს რეგლამენტი „საქართველოს რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2004 წ., მუხ. 38) 86-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფრაქცია არის პარლამენტში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით საერთო პოლიტიკური შეხედულებებისა და ინტერესების მქონე პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება.

3. ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია. პარლამენტის წევრს, გარდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისა, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქ-ცია, უფლება არა აქვს იყოს სხვა ფრაქციის წევრი.”.

    მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2005 წლის 10 მარტი.

№1066_ Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია