ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
961
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2005-01-14
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.001.714
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 423 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 423. დასაქმების კერძო სააგენტოების სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობა და სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოში ინფორმაციის წარდგენის წესების დარღვევა

„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსადმი მიუწოდებლობა ან ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე დასაქმების კერძო სააგენტოების საქმიანობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

იგივე ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი მინიმალური ხელფასის ოდენობით.“.

2. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. ამ კოდექსის 423 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსადმი მიუწოდებლობის ნაწილში ადგენს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო, ხოლო „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე დასაქმების კერძო სააგენტოების საქმიანობის ნაწილში – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

№961–რს

კრებსითი — სრული ვერსია