რეპატრიაციის სამსახურის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
286
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-04-18
გამოქვეყნების თარიღი
1996-04-30
სარეგისტრაციო კოდი
010.160.000.05.002.000.
რეპატრიაციის სამსახურის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №286

1996 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

რეპატრიაციის სამსახურის შესახებ

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 8 დეკემბრის კანონის თანახმად, საქართველოდან 1944 წელს დეპორტირებულ პირთა განსაზღვრული კონტინგენტის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადასაწყვეტად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 11 აგვისტოს №542 დადგენილებით შექმნილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული რეპატრიაციის სამსახური სტრუქტურულად დაექვემდებაროს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. სამსახურის უფროსმა ისარგებლოს მინისტრის მოადგილის სტატუსით.

2. რეპატრიაციის სამსახური განისაზღვროს 12 საშტატო ერთეულით.

3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ვ. ვაშაკიძე), საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ (ფ. ინჯია), საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა (ი. ანდრიაძე) ერთ თვეში უზრუნველყონ სამსახური სამუშაო ოთახებით, ორგტექნიკით, ინვენტარით, სატელეფონო კომუნიკაციებით, სპეციალური კავშირითა და ტრანსპორტით.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 11 აგვისტოს №542 დადგენილება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია