საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
597
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-16
სარეგისტრაციო კოდი
060.000.000.05.001.001.597
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. 44-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ. სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.“.

2. 45-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, თარჯიმნებს აუნაზღაურდებათ სასამართლოში გამოცხადებისათვის გაწეული მგზავრობისა და საცხოვრებელი სადგომის დაქირავების ხარჯები და მიეცემათ დღიური თანხა. ამასთან, კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებები (დამოუკიდებელი ექსპერტები), სპეციალისტები, თარჯიმნები იღებენ გასამრჯელოს დადებული შეთანხმების საფუძველზე სასამართლოს დავალებით შესრულებული სამუშაოსათვის. ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება დრო, რომელიც მათ უნდა მოახმარონ სასამართლოს დავალების შესრულებას, მასალები, რომლებიც საჭირო იქნება ამ მოვალეობის სათანადოდ შესრულებისათვის და სხვა.

2. სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის სასამართლო-საექსპერტო მომსახურების (სპეციალისტის, თარჯიმნის) ანაზღაურებას ახორციელებს ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანო (თანამდებობის პირი), საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და ტარიფების შესაბამისად, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნული მომსახურების გაწევა წარმოებს სახელმწიფო ან სხვა სახსრებიდან გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში.“.

3. 204-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. სპეციალისტი შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი დაწესებულებიდან. ამ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი გასცემს განკარგულებას იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტად, რასაც აცნობებს სასამართლოს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 25 ნოემბერი.

№597-IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია