„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
593
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-11-11
გამოქვეყნების თარიღი
2004-11-16
სარეგისტრაციო კოდი
470.010.000.05.001.001.594
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 98-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. 99-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 99. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელების შეჩერება

სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელება (რესერტიფიცირება) შეჩერდეს 2005 წლის 1 სექტემბრამდე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 11 ნოემბერი.

№593-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია