საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
548
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-10-28
გამოქვეყნების თარიღი
2004-11-12
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.001.589
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48),1999 წელი, მუხ. 209) 290-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 290. ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა

1. ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, რამაც გამოიწვია ეპიზოოტიის გავრცელება ან სხვა მძიმე შედეგი,   –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, რასაც მოჰყვა ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების გავრცელება ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 28 ოქტომბერი.

№548–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია