„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
270
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-06-30
გამოქვეყნების თარიღი
2004-07-16
სარეგისტრაციო კოდი
110.040.000.04.001.001.525
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უზენაეს სასამართლოში იქმნება უზენაესი სასამართლოს აპარატი.“.

2. მე-12 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დანიშნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამი წევრი;“;

ბ.ბ) „ზ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მოისმინოს და შეაფასოს უზენაესი სასამართლოს პალატებისა და კოლეგიის თავმჯდომარეთა ინფორმაციები, უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ხელმძღვანელების ანგარიშები, განიხილოს მათი საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები;“;

ბ.გ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16

უზენაესი სასამართლოს აპარატის მოხელე და დამხმარე მოსამსახურე სარგებლობენ ყველა იმ სოციალური გარანტიით, რომელიც აქვთ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მოხელეს და დამხმარე მოსამსახურეს.“.

5. მე-17, მე-18 და მე-19 მუხლები ამოღებულ იქნეს.

6. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით და თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნით, რომელსაც ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 30 ივნისი.

№270_რს

 

კრებსითი — სრული ვერსია