საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 459
1996 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
ა. გელაშვილის ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში რეაქტიული თვითმფრინავების დანერგვის, ათვისების, ავიაციის კადრების მომზადების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში აქტიური მონაწილეობისათვის საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი ანთიმოზ გელაშვილი დაჯილდოვდეს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით.
ე . შევარდნაძე