საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის
ბრძანებულება
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421):
1. 177-ე მუხლში სიტყვები „მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე“.
2. 210-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე და მესამე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1) სსრ კავშირის სახანძრო ზედამხედველობის მთავარ სახელმწიფო ინსპექტორს და მის მოადგილეებს, საქართველოს სსრ სახანძრო ზედამხედველობის მთავარ სახელმწიფო ინსპექტორს და მის მოადგილეებს – თანამდებობის პირთა დაჯარიმებისა ას მანეთამდე, მოქალაქეთა – ორმოცდაათ მანეთამდე;
2) სახანძრო ზედამხედველობის უფროს სახელმწიფო ინსპექტორებს – თანამდებობის პირთა დაჯარიმებისა ოთხმოც მანეთამდე, მოქალაქეთა – ოცდახუთ მანეთამდე;
3) სახანძრო ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორებს – თანამდებობის პირთა დაჯარიმებისა ორმოც მანეთამდე, მოქალაქეთა – ათ მანეთამდე“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი
თბილისი,
1986 წლის 23 სექტემბერი.
№903_XI