საქართველოს ორგანული კანონი
„პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები, საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის, საქართველოს ტრანსპორტის პროკურორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო, რეგიონული სამხედრო და ტრანსპორტის, რაიონის (ქალაქის), სასჯელაღსრულებით დაწესებულებათა პროკურორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი დანიშნოს მესამე ვადით”.
2. მე-14 მუხლის მე-3-5 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-4-6 პუნქტებად.
3. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „შეუსრულდა 30 წელი და”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 12 ივნისი.
№1441–IIს