საქართველოს კანონი
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №012, მაისი, 1996 წ.) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი და 45-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩაითვალოს მე-3 პუნქტად.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 11 ივნისი
№1418–IIს