საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №291
1997 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
ნ. მგალობლიშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული არქიტექტურის განვითარებასა და არქიტექტორთა კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი ნოდარ მგალობლიშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.