„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2443
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-28
სარეგისტრაციო კოდი
010.190.040.05.001.002.061
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 201) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 25-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტის წევრის დაღუპვის (გარდაცვალების) შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.“.

3. 38-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2443-რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია