,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ,,ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
281
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-20
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.922
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ,,ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №281

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №64, მუხლი 673) შეტანილ იქნეს ცვლილება და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფონდ – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ განისაზღვროს ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) დადგენილი წესით წარმოადგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს განახლებული შემადგენლობა.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია