საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2355
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-29
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.002.041
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2231 მუხლი:

     „მუხლი 2231. ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა

1. ქურდული სამყაროს წევრობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

2. კანონიერი ქურდობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 დეკემბერი.

№2355–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია