„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2238
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-20
სარეგისტრაციო კოდი
210.020.100.05.001.002.024
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

    მუხლი 1.

 „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, კაზინოების (სამორინეების) მოწყობის ნებართვა:

ა) წამახალისებელი გათამაშების, ლოტოსა და ბინგოს მოწყობა (თითოეული სახეობა) – 3000 ლარი;

ბ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა – 4000 ლარი;

გ) ტოტალიზატორის მოწყობა – 6000 ლარი;

დ) სამორინეს მოწყობა:

დ.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე – (გარდა ქ. ბათუმის და წყალტუბოს ტერიტორიისა) – 5000000 ლარი;

დ.ბ) – ქ. ბათუმის ტერიტორიაზე – 1000000 ლარი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 9 დეკემბერი.

№2238–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია