ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
109
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-03-10
გამოქვეყნების თარიღი
2022-10-10
სარეგისტრაციო კოდი
300390000.10.003.018494
ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №109

2015 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 

ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ

მუხლი 1
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესა­ხებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძ­ველ­ზე:

1. ქალაქ ქუთაისში, 359251.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშ­ნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის მისამართი: ქალაქი ქუთა­ისი, ავტომშენებლის ქ. №88, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №03.01.21.358) შეიქ­მნას ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინ­დუს­ტრი­ული ზონა (შემ­დგომში - ქუთაისის ჰუალინგის თიზ), 30 წლის ვადით.

11. გაიზარდოს ქალაქ ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ი შემდეგი ფართით: ქალაქი ქუთაისი, 221 045.00 კვ/მ მიწის ნაკვეთი (ნაკვეთის მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. №42 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №03.01.21.707) (შემდგომში − თიზ-ის გაზრდილი ტერიტორია) და მისი ტერიტორია ჯამში განისაზღვროს 580 296.00 კვ/მ-ზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №03.01.21.358; №03.01.21.707).

2. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ორგანიზატო­რის/ადმინისტრა­ტო­რის უფ­­­ლე­ბამოსილებას განახორციე­ლებს შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“ (საიდენტი­ფიკაციო კოდი: №212921999).

3. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყებად გა­ნი­საზღვროს არა უგვიანეს 2015 წლის პირველი ოქტომბრისა.

31. თიზ-ის გაზრდილ ტერიტორიაზე თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყების თარიღად განისაზღვროს არაუგვიანეს 2022 წლის 1 დეკემბერი.

4. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ფუნქციონირების დაწყების მიზნით, ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2015 წლის პირველი ივლისისა, უზრუნველყოს „შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENTS GROUP LTD“-ის მიერ ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩის ჩრდილოეთით, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ - შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 დეკემბრის №52841 ბრძანებაში მითითებული:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის განთავსება თიზ-ის ორგანიზატორის მიერ წარდგენილი სიტუაციური გეგმის შესაბამისად;

ბ) სპეციალიზებული საავტომობილო სასწორის განთავსება;

გ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფა და შესაბამისად აღჭურვა (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);

დ) საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერის, კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის არსებობა და შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფა;

ე) საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა, გამოსახულების ჩამწერი და მიმდინარე რეჟიმში შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემის ტექნიკური საშუალებებით;

ვ) სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების განთავსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა.

41. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2022 წლის 1 ნოემბრისა, შეასრულოს „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №109 დადგენილებით განსაზღვრული, „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიწის ნაკვეთის გაზრდისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ − შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 18 თებერვლის №4108 ბრძანებაში მითითებული ვალდებულებები, კერძოდ:

ა) თიზ-ის გაზრდილ მიწის ნაკვეთზე ფუნქციონირების დაწყებამდე თიზ-ის შესასვლელ-გამოსასვლელში საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვა შემდეგი პირობების დაცვით:

ა.ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის განთავსება, თიზ-ის ორგანიზატორის მიერ წარდგენილი სიტუაციური გეგმის/ნახაზის შესაბამისად;

ა.ბ) სპეციალიზებული საავტომობილო სასწორის განთავსება;

ა.გ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფა და შესაბამისად აღჭურვა (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);

ა.დ) საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერისა და კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკით, ქსელით, ასევე სსიპ − შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან ამავე სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფა;

ა.ე) საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა გამოსახულების ჩამწერი და მიმდინარე რეჟიმში სსიპ − შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემის ტექნიკური საშუალებებით;

ა.ვ) სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების განთავსებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა;

ბ) საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით მხოლოდ საქონლის, საავტომობილო ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების დაშვება;

გ) ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის პროცედურების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა;

დ) სსიპ − შემოსავლების სამსახურის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის რენტგენ-სკანერით აღჭურვა მოთხოვნიდან ერთი წლის განმავლობაში.

5. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით დაშვე­ბულ იქნეს მხოლოდ საქონლის, საავტომობილო ტრანსპორტისა და ფე­ხით მოსიარულეთა გადაადგილება.

6. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ტერიტორიაზე ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შეტანა განხორციელდეს მხო­ლოდ იმ შემთხვევაში, თუ თიზ-ის ორგანიზატორის მიერ უზრუნ­ველ­ყოფილი იქნება საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა კონტრო­ლის განხორ­ციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარე­ბით.

7. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის რენტგენო-სკანერით აღჭურვა განახორციელოს მოთხოვნიდან ერთი წლის განმავლობაში.

8. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, უზრუნველ­ყოს ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ტერიტორიისა და საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგე­ნილი წესის შესაბამისად.

9. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2015 წლის 30 მაისისა, საქართველოს მთავრობასთან გააფორმოს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულება.

10. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2015 წლის პირველი ივლისისა, შეიმუშაოს და საქარ­თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხ­მებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გა­ნა­შენიანების რეგულირების გეგმა „თავისუფალი ინდუსტრი­ული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქ­ციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავ­რობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული პირო­ბების შესაბამისად.

101. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2022 წლის 1 ოქტომბრისა, თიზ-ის გაზრდილ ტერიტორიაზე შეიმუშაოს და საქარ­თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხ­მებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების დეტალური გეგმა, „თავისუფალი ინდუსტრი­ული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქ­ციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავ­რობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული პირო­ბების შესაბამისად.

11. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, ქუთაისის ჰუალინგის  თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვა­დაში, წარადგინოს შესაბამისი გარანტია „თავისუფალი ზონის შექმ­ნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმ­ნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.

111. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, ქუთაისის ჰუალინგის  თიზ-ის გაზრდილ ტერიტორიაზე, თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვა­დაში, წარადგინოს შესაბამისი გარანტია „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 იანვრის №25 დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.

12. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში უზ­რუნ­ველ­ყოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრუ­ლება.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11   მაისის დადგენილება №203  - ვებგვერდი, 11 .05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 მაისის დადგენილება №212 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის დადგენილება №284 - ვებგვერდი, 08.06.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №477 – ვებგვერდი, 11.10.2022წ.
მუხლი 2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა­მინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზ­რუნ­ველყონ აღნიშნული დადგენილების შესრულების მიზნით, კა­ნონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციე­ლება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია