„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
106
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-03-10
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-12
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.018491
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №106

2015 წლის 10 მარტი

ქ.თბილისი

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში  (სსმ, 2004 წელი, მუხლი 849) შეტანილ იქნეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი  ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს  სსიპ - ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება,  კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.    

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია