„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში (სსმ, 25/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კომისიამ უზრუნველყოს წინამდებარე დადგენილების დანართით №2 განსაზღვრული არაგეოგრაფიული ზონის კოდების (NDC)- 200-299 რეზერვიდან მოკლე ნომრის - 2-0-1-5, ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, უსასყიდლოდ, დროებით, 2015 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 20 აგვისტომდე ა(ა)იპ - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტისთვის მინიჭება, საინფორმაციო ცენტრის ცხელი ხაზის ფუნქციონირებისათვის. აღნიშნული ნომრის აკრეფა განხორციელდეს დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყოველგვარი პრეფიქსის გარეშე.
|