|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 16 იანვრის №1 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 21/01/2015, 010260040.35.167.016189). |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თავი IV სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი, შეფასების კრიტერიუმები და შედეგები.“ |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|