საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი:
„წ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, როგორც მოსარჩელე – ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 25 ნოემბერი.
№2137–IIს