„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის №1-1/131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/82
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2015-03-06
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-12
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016363
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის №1-1/131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/82

2015 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის №1-1/131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის №1-1/131 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 18/01/2012 სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016150) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადმინისტრაციის საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი კვლევების ჩატარება.“;

გ) მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) საერთაშორისო ბაზარზე ქვეყანაში არსებული საქმიანი ტურიზმის პოტენციალის წარმოსაჩენად, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა. მიზნობრივ ფორუმებში, კონფერენციებსა და გამოფენებში მონაწილეობა, პრეზენტაციებისა და შეხვედრების გამართვა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო დელეგაციებისათვის საპროტოკოლო საკითხების უზრუნველყოფა.“;

დ) მე-15 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საინფორმაციო ბაზის წარმოება და მუდმივი განახლება;“;

ე) მე-15 პუნქტის „დ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-17 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდიმიტრი ქუმსიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია